Saturday, March 19, 2011


პროექტის სახელი: მათემატიკა პრაქტიკაში
პროექტის მიზანი: მათემატიკით დაინტერესება მოსწავლეებში და მოტივაციის გაზრდა საგანში. საგნის ძირითადი საკითხების გამოყოფა, რომელიც მათ დასჭირდებათ ყოფა–ცხოვრებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთ თანამშრომლობის, მსჯელობის უნარი.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ, დაასახელონ და შეაგროვონ მათემატიკის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საჭიროა ცხოვრებაში პრაქტიკულად. ჩაატარონ შეგროვილი მასალის პრეზენტაცია. (თითო მოსწავლე პრეზენტაციაში განიხილავს თითო საკითხს). გაკეთდება იმ მასალის ფოტო–ალბომი, რა საკითხებიც პრეზენტაციაზე იქნა განხილული, ანუ ფოტო–ალბომში ნაჩვენები იქნება ის პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც შეგროვილი იქნა მოსწავლეების მიერ ძირითად საკითხად.  ამ თემის ირგვლივ ჩატარდება ტესტური დავალებები და ვიქტორინა.
მონაწილეთა ასაკი: 12–15 წლის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის აქტივობები: კონფერენცია, სასწავლო დისკუსია, მასალის ანალიზი, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: ფოტო–ალბომი, პრეზენტაცია. მიღებული ცოდნის პრაქტიკაშუი გამოყენება და მოსწავლეების ჩართვა ზაფხულის ადრადეგებზე სკოლის კოსმეტიკურ რემონტში.
სარგებელი სხვებისთვის:  გაეცნობიან  და გაუზიარებენ მათემატიკის იმ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებლად დასჭირდებათ ცხოვრებაში. 
სამუშაო ენა: ქართული
საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატის შესწავლას  კავშირი აქვს საბუნებისმეტყველო საგნებთან.  სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.
       პროექტის ფასილიტატორი:
            ნანული ამბოკაძე 
      ფასილიტატორის ელ. ფოსტა: 
           nana.ambokadze@gmail.com